Total Pageviews

1441

Thursday, June 20, 2013

ჯვარზე გააკრეს ქრისტე?



     <<ისრაელებო, მოისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეთელი, კაცი, რომელიც ღმერთმა აშკარად დაგანახვათ სასწაულებით, საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით, ღვთის განზრახვითა და წინასწარგანჭვრეტით გადაცემული, თქვენ ძელზე გააკარით უკანონობის მოქმედთა ხელით და მოკალით>>.
                                              (საქმეების 2:22,23) 


     <<ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“>>.
                                             (გალატელების 3:13) 

     "მან [ქრისტემ] თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“.
                                             (1 პეტრეს 2:24) 

     <<იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტი მოწაფე და გზაში უთხრა: „აი, ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ბოძზე გააკრან, მესამე დღეს კი აღდგება“>>.
                                              (მათეს 20:17-19) 

     <<ამაზე პილატემ ჰკითხა: „იმას რაღა ვუყო, ვისაც იუდეველთა მეფეს ეძახით?“ მათ კვლავ დაიყვირეს: „ბოძზე გააკარი!“ „რატომ, რა ჩაიდინა?“ — იკითხა პილატემ. ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“ მაშინ ხალხის მოსამადლიერებლად პილატემ ბარაბა გაათავისუფლა, იესო კი გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა>>.


     "ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს, ძოწისფერი მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს".


     "მიიყვანეს იგი გოლგოთად წოდებულ ადგილზე, რაც თხემს ნიშნავს. მიაწოდეს სმირნით შეზავებული გამაბრუებელი ღვინო, მაგრამ არ შესვა. შემდეგ ბოძზე გააკრეს და მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს. მესამე საათი იყო, როცა ის ბოძზე გააკრეს".




                                               (მარკოზის 15:12-15, 20, 22-26)                              

     "მასთან ერთად ორი ბოროტმოქმედი მიჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად. როცა მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც თხემი ჰქვია, ბოძზე გააკრეს ის და ბოროტმოქმედები — ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ".
                                               (ლუკას 23:32,33) 

     "მაშინ გადასცა მათ იგი ბოძზე გასაკრავად. მათ კი მეთვალყურეები დაუყენეს იესოს. მიჰქონდა თავისი წამების ბოძი და მივიდა ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ეწოდება''.
                                              (იოანეს 19:16,17) 

     <<ისევ სასახლეში შევიდა და ჰკითხა იესოს: „საიდანა ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ ხმას? განა არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ბოძზე გაკვრაც ჩემი უფლებამოსილებაა?“>>
                                             (იოანეს 19:9,10) 

     "მაშ, ისრაელის მთელი სახლი დარწმუნებული იყოს, რომ იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია".
                                              (საქმეების 2:36) 

     

No comments:

Post a Comment