Total Pageviews

1444

Wednesday, May 29, 2013

არსებობს ჯოჯოხეთი?

     "გულში ვთქვი ადამიანთა მოდგმაზე, რომ ჭეშმარიტი ღმერთი გამოარჩევს მათ, რათა დაინახონ, რომ ცხოველებივით არიან. ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?"
                                   (ეკლესიასტე 3:18-21)



     "ერთი და იგივე რამ ემართება ყველას. ერთი ბოლო აქვს მართალსაც და ბოროტსაც; კარგს, სუფთასაც და უწმინდურსაც; მსხვერპლის შემწირველსაც და მასაც, ვინც მსხვერპლს არ სწირავს. ერთი და იგივე ემართება კარგ ადამიანსაც და ცოდვილსაც, დამფიცებელსაც და მასაც, ვისაც დაფიცების ეშინია. აი რა არის სამწუხარო ყოველივე იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება: რაკი ერთი ბოლო აქვს ყველას, ადამიანის ძეთა გულები ბოროტებით არის სავსე; მთელი სიცოცხლე სიბრიყვე აქვთ გულში".
                    (ეკლესიასტეს 9:2,3)

     "ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ".

                                (ეკლესიასტეს 9:10)


     "ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა." (თუ პიროვნებას სიკვდილისშემდეგ ცოდვა ეხსნება, ის თავის სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში ვერ დაიტანჯება)

                       (რომაელების 6:7)

No comments:

Post a Comment