Total Pageviews

Wednesday, May 29, 2013

არსებობს ჯოჯოხეთი?

     "გულში ვთქვი ადამიანთა მოდგმაზე, რომ ჭეშმარიტი ღმერთი გამოარჩევს მათ, რათა დაინახონ, რომ ცხოველებივით არიან. ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?"
                                   (ეკლესიასტე 3:18-21)



     "ერთი და იგივე რამ ემართება ყველას. ერთი ბოლო აქვს მართალსაც და ბოროტსაც; კარგს, სუფთასაც და უწმინდურსაც; მსხვერპლის შემწირველსაც და მასაც, ვინც მსხვერპლს არ სწირავს. ერთი და იგივე ემართება კარგ ადამიანსაც და ცოდვილსაც, დამფიცებელსაც და მასაც, ვისაც დაფიცების ეშინია. აი რა არის სამწუხარო ყოველივე იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება: რაკი ერთი ბოლო აქვს ყველას, ადამიანის ძეთა გულები ბოროტებით არის სავსე; მთელი სიცოცხლე სიბრიყვე აქვთ გულში".
                    (ეკლესიასტეს 9:2,3)

     "ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ".

                                (ეკლესიასტეს 9:10)


     "ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა." (თუ პიროვნებას სიკვდილისშემდეგ ცოდვა ეხსნება, ის თავის სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში ვერ დაიტანჯება)

                       (რომაელების 6:7)

Monday, May 27, 2013

სამებაა ღმერთი?

 

           აზერი ბიბლიიდან, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთი                                                   ერთია ერთი პიროვნებით და არა სამი

      "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა".
                                 (კანონის 6:4)


     "განა ერთი მამა არ გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა?"
                                 (მალაქიას 2:10)

     "იესომ მიუგო: <<რატომ მიწოდეფ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღმტისა.>>
                                  (მარკოზის 10:18)

               აზრები ბიბლიიდან, საიდანაც ჩანს, რომ მამა და ძე                                                               სხვადასხვა პიროვნებაა


     "ის [იესო] უხილავი ღვთის ანარეკლია, პირმშო ყველა ქმნილებას შორის". (თუ ქრისტე ღმერთმა შექმნა, იქნება ისიც ყოვლისშემძლე ღმერთი?)

                                                    (კოლოსელების 1:15)

     "როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. 17 ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე". (თუ ქრისტე ღმერთი იყო, იმ დროს დედამიწაზე, მაშ ვისი ხმა გაისმა ზეციდან? ყავს ღმერთს მამა?)
                                  (მათეს 3:16,17)

     "მან [იესომ] კი მიუგო: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?" 
                                    (ლუკას 2:49)

Friday, May 24, 2013

არსებობს სული?



                       აზრები ბიბლიიდან, საიდანაც ჩანს, რომ თვითონ                                                                         ადამიანია სული

     "დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა".
                                  ( დაბადების 2:7)

     "წერია კიდეც: პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული, უკანასკნელი ადამი კი- მაცოცხლებელი სული".
                                  (1კორინთელების 15:45)

    "ხომალდზე სულ ორასსამოცდათექვსმეტი სული იყო".
                                  (საქმეების 27:37)


             აზრები ბიბლიიდან, საიდანაც ჩანს, რომ                                                                ცხოველებსაც სულები ეწოდებათ  


     "ვინც შინაურ ცხოველს, სულს მოკლავს, უნდა აანაზღაუროს; სული სულის სანაცვლოდ".
                                  (ლევიანების 24:18)


     "მეორემ თავისი თასი ზღვას გადააღვარა. ზღვა მკვდრის სისხლივით გახდა და დაიხოცა ყოველი ცოცხალი სული- ყოველივე რაც ზღვაშია".

                                   (გამოცხადების 16:3)


                   აზრები ბიბლიიდან, საიდანაც ჩანს, რომ ადამიანს                                                ცალკე სული არააქვს, რომელიც სიკვდილის                                                         შემდეგ სადმე განაგრძობს სიცოცხლეს

    

     "ყველა სულაი ჩემია [ღმერთის], როგორც მამის სული, ისე ძის სული ჩემია. სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება".
                                    (ეზეკიელის 18:4)

     "ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა. ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი".


                                     (ეკლესიასტეს 9:5,6)