Total Pageviews

Friday, July 5, 2013

აღდგებიან მკვდრები?


     "ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის".
                                                     (იოანეს 5:28) 

     "მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც".
                                                   (საქმეების 24:15) 

     "თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც. თუ მართლა არ აღდგებიან მკვდრები, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთზე, რადგან ღვთის წინააღმდეგ ვამოწმებთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, რადგან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა; და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა და ჯერ კიდევ თქვენს ცოდვებში ხართ. ისინიც დაღუპულან, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინა ქრისტესთან ერთობაში. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ. მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი. როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში".
                                         (1კორინთელების 15:12-22)

     "პავლემ შენიშნა, რომ ერთნი სადუკეველები იყვნენ, მეორენი კი — ფარისევლები, და სინედრიონში წამოიძახა: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“.
                                             (საქმეების 23:6)