Total Pageviews

Monday, June 24, 2013

რა ჰქვია ღმერთს?

                         
                      
                               "მე ვარ          იეჰოვა     , შენი ღმერთი"
                                              (ფსალმუნის 81:10)

     <<მან განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა“>>
                                              (დაბადების 15:7) 

     "კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: «მე ვარ იეჰოვა. მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი".

     <<ამიტომ უთხარი ისრაელის ძეებს: „მე ვარ იეჰოვა და მე გაგათავისუფლებთ ეგვიპტელთა ტვირთისგან და გიხსნით მათი მონობისგან. მე დაგაბრუნებთ გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით. ჩემს ხალხად მიგიღებთ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელიც ეგვიპტის ტვირთისგან გათავისუფლებთ. მიგიყვანთ იმ ქვეყანაში, რომელზეც ხელაწვდილმა დავიფიცე, რომ აბრაამს, ისაკსა და იაკობს მივცემდი. საკუთრებად მოგცემთ მას. მე ვარ იეჰოვა“>>

      << ასე უთხრა იეჰოვამ: „მე ვარ იეჰოვა. უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები“>>.
                                               (გამოსვლის 6:2,3, 6-8, 29) 

    "გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა აღვმართავ ჩემს ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის ძეებს“.
                                              (გამოსვლის  7:5) 

     "მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. განიწმინდეთ და იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე. არ გაიუწმინდუროთ თქვენი სულები მიწაზე მხოხავი მოფუთფუთე ქმნილებით. მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. იყავით წმინდები, რადგან მე წმინდა ვარ".
                                             (ლევიანების 11:44,45) 

 


                       ღვთის სახელი იეჰოვა ზოგიერთ ქართველ თუ უცხოელ                              მწერლებსაც აქვთ მოხსენიებული თავიანთ ნაშრომებში.

ქართველი მწერლები:

                     აკაკი წერეთელი- მპთხრობები, "დავითის გვირგვინი", ტომი მე_4. გვ. 259

                     საღვთო რჯული- გვ. 43

                     ილია ჭავჭავაძე- პირველი ტომი, 1951 წლის გამოცემა "კაენი". გვ. 354

                     მიხეილ ჯავახიშვილი- "ჯაყოს ხიზნები", პირველი ტომი, მე_4 თავი, გვ. 286

                     გრიგოლ რობაქიძე- ჩაკლული სული 1991წ. "სტალინის ჰოროსკოპი". გვ.97

                     კონსტანტინე გამსახურდია- რჩეული მოთხრობანი, 8ტომეულის მე_6 ტომი. "ლეონარდო და ვინჩი", გვ.173

                     აკაკი გელოვანი- სიბრძნის სიმფონია  გვ.421

                     მურმან ლებანიძე- კრებული 1986წ. გვ. 153-155

                     აკაკი გელოვანი- "საზრისი", გვ.77

                     ბიბლიური ლექსიკონი ყმაწვილთათვის გვ. 60

                     ქართული საბჭოთა ენციკლობედია- მე_5 ტომი. გვ. 66

უცხოელი მწერლები:

                    თომას მაინრიდი- "უთავო მხედარი",    33_ე თავი,   გვ. 196-232


                    ვასილ ბარნოვი- "ტრფობა წამებული",   1981 წელი

                    ჯონ მილტონი- დაკარგული სამოთხე და დაბრუნებული სამოთხე,   გვ. 27-30

                    ნიკოლაი ოსტროვსკი- "როგორ იწრთობოდა ფოლადი",    გვ. 84

                    თომას მანი- "რჯულისდება"    (თომას მანი ამ ნაწარმოებში ხშირად მოიხსენიებს ღვთის სახელს)

                    ცვაიგი- "ნოველები"

Thursday, June 20, 2013

ჯვარზე გააკრეს ქრისტე?



     <<ისრაელებო, მოისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეთელი, კაცი, რომელიც ღმერთმა აშკარად დაგანახვათ სასწაულებით, საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით, ღვთის განზრახვითა და წინასწარგანჭვრეტით გადაცემული, თქვენ ძელზე გააკარით უკანონობის მოქმედთა ხელით და მოკალით>>.
                                              (საქმეების 2:22,23) 


     <<ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“>>.
                                             (გალატელების 3:13) 

     "მან [ქრისტემ] თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“.
                                             (1 პეტრეს 2:24) 

     <<იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტი მოწაფე და გზაში უთხრა: „აი, ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ბოძზე გააკრან, მესამე დღეს კი აღდგება“>>.
                                              (მათეს 20:17-19) 

     <<ამაზე პილატემ ჰკითხა: „იმას რაღა ვუყო, ვისაც იუდეველთა მეფეს ეძახით?“ მათ კვლავ დაიყვირეს: „ბოძზე გააკარი!“ „რატომ, რა ჩაიდინა?“ — იკითხა პილატემ. ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“ მაშინ ხალხის მოსამადლიერებლად პილატემ ბარაბა გაათავისუფლა, იესო კი გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა>>.


     "ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს, ძოწისფერი მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს".


     "მიიყვანეს იგი გოლგოთად წოდებულ ადგილზე, რაც თხემს ნიშნავს. მიაწოდეს სმირნით შეზავებული გამაბრუებელი ღვინო, მაგრამ არ შესვა. შემდეგ ბოძზე გააკრეს და მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს. მესამე საათი იყო, როცა ის ბოძზე გააკრეს".




                                               (მარკოზის 15:12-15, 20, 22-26)                              

     "მასთან ერთად ორი ბოროტმოქმედი მიჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად. როცა მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც თხემი ჰქვია, ბოძზე გააკრეს ის და ბოროტმოქმედები — ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ".
                                               (ლუკას 23:32,33) 

     "მაშინ გადასცა მათ იგი ბოძზე გასაკრავად. მათ კი მეთვალყურეები დაუყენეს იესოს. მიჰქონდა თავისი წამების ბოძი და მივიდა ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ეწოდება''.
                                              (იოანეს 19:16,17) 

     <<ისევ სასახლეში შევიდა და ჰკითხა იესოს: „საიდანა ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ ხმას? განა არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ბოძზე გაკვრაც ჩემი უფლებამოსილებაა?“>>
                                             (იოანეს 19:9,10) 

     "მაშ, ისრაელის მთელი სახლი დარწმუნებული იყოს, რომ იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია".
                                              (საქმეების 2:36) 

     

Monday, June 17, 2013

იესო ღმერთია თუ ღვთის ძე?

   
 "მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს".
                                             (იოანე 17:3)

     <<იესომ უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა. მე რომ გცნობებოდით, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“>>
                                             (იოანეს 14:6,7)

     <<"ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა და ჩემთან მოსულს არავითარ შემთხვევაში არ გავაძევებ, რადგან ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა. ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არაფერი დავკარგო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს, რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“>>.
                             (იოანეს 6:37-40)

     <<"ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ">>.

                            (მათეს 17:5)